სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კახეთის რეგიონს სტუმრობდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, კახეთის რეგიონს სტუმრობდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, სახელმწიფო მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში, თელავში შეხვედრა გამართა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან და მუნიციპალიტეტების მერებთან.

მათ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში არსებული საჭიროებები და ხედვები განიხილეს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო მინისტრი პანკისის ხეობაში გაემგზავრა და სოფელ დუისის კულტურის სახლში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, მათ შორის უხუცესებს, ქალთა საბჭოს წევრებს, პედაგოგებს, ახალგზარდებს და სამოქალაქო აქტივისტებს.

სახელმწიფო მინისტრმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკისთან დაკავშირებული ხედვა გააცნო და მათი ინიციატივებითა და მოსაზრებებით დაინტერესდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრი უხუცესთა საბჭოს წევრებთან ერთად პანკისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვია.

„კახეთის რეგიონში სახელმწიფო მინისტრის რანგში ჩემი პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ვიმსჯელეთ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პროცესზე, განვიხილეთ ამ კუთხით არსებული მდგომარეობა და საჭიროებები. სწორედ ამ მიზნით, ასევე ვეწვიე პანკისის ხეობას, სადაც ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათ შორის უხუცესებთან, ქალთა საბჭოს წევრებთან, ახალგაზრდებთან, პედაგოგებთან. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო აზრთა ურთიერთგაცვლა, განსაკუთრებით ახალი სტრატეგიის შემუშავების პირველ, მიმდინარე ეტაპზე. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამგვარ შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, როგორც კახეთის რეგიონში, ასევე საქართველოს სხვა შესაბამის რეგიონებში“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს