ზუგდიდში ავარიას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა - არსებული ინფორმაციით, მანქანას ბავშვის დედა მართავდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მანქანას ბავშის დედა მართავდა. შემთხვევა სახლის ეზოში მოხდა.

სოფლის რწმუნებული ედემ კეკუტია "ინტერპრესნიუსს" უბედური შემთხვევის ფაქტს უდასტურებს, თუმცა მართავდა თუ არა ავტომანქანას ბავშვის დედა არ იცის.

„ნამდვილად მოხდა ფაქტი. ეზოდან გაჰყავდა მანქანა, თუმცა არ ვიცი, დედა იჯდა საჭესთან თუ სხვა ვინმე. გამოძიება დაწყებულია. როგორც ვიცი, ჯერ არავინ დაუკავებიათ",- აცხადებს სოფლის რწმუნებული.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ბავშვი ჯერ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თავდაპირველად შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს, თუმცა გადაკვალიფიცირდება თუ არა აღნიშნული მუხლი, ჯერჯერობით უცნობია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო