კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ორი აჭარაში გამოვლინდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ორი აჭარაში გამოვლინდა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ერთი ინფიცირებული მოლდოვას მოქალაქე, საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლია. ის მკურნალობის კურსს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის. მეორე ინფიცირებული გუშინ გამოვლენილი მძღოლის ოჯახის კონტაქტია.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში დაფიქსირდა ორი ახალი შემთხვევა, ერთი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია, მეორე ინფიცირებული კი, ახალგაზრდა მამაკაცი, გუშინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. ამ შემთხვევის ირგვლივ ეპიდკვლევა გრძელდება“, - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო