მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 5000-მდე კვლევა ჩატარდა

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 5000-მდე კვლევა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში განმეორებითი ტესტირების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნინო ვიბლიანმა განუცხადა, მესტიის მუნიციპალიტეტში ბოლოს ჩატარებული 33 PCR ტესტიდან, ახალ კორონავირუსზე ყველა უარყოფითია.

„ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია. მუნიციპალიტეტში მთლიანობაში ჩატარებულია 5000-მდე PCR კვლევა. ასევე, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. დღეს ველოდებოდით PCR კვლევის 33 პასუხს და ყველა უარყოფითია ახალ კორონავირუსზე.

2 სექტემბრიდან ველოდებით ჩაკეტილი სივრცის, ლენჯერის და დაბა მესტიის საკარანტინე შეზღუდვების მოხსნას. ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურია, კონტროლს ექვემდებარება“, -განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 სექტემბრიდან, დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, დაბა მესტიასა და ლენჯერში 10 აგვისტოდან შესვლა-გამოსვლა შეზღუდული იყო.

იხილეთ ვიდეო: მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 5000-მდე კვლევა ჩატარდა