პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველი - ლუკაშენკოს კომენტარი იმის შესახებ, რომ ვარშავა ქვეყნის ნაწილის მიტაცებას გეგმავს, მიუღებელია

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს კომენტარი იმის შესახებ, რომ ვარშავა ქვეყნის ნაწილის მიტაცებას გეგმავს, მიუღებელია, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა კრისტოფ შერსკიმ განაცხადა.

„ეს კომენტარი მიუღებელია. პოლონეთში ამის განზრახვა არავის აქვს და ეს პროპაგანდაა“, - განაცხადა კრისტოფ შერსკიმ ადგილობრვ მედიასთან საუბარში და დასძინა, რომ ბელარუსში სიტუაცია ნეგატიური მიმართულებით ვითარდება.

მისივე თქმით, რუსეთის მინიშნებების შემდეგ იმის შესახებ, რომ ის მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსში ძალა გამოიყენოს, მთავარი კითხვა ხდება ის, თუ რა რეაქცია ექნება დასავლეთ ევროპას.

„თუკი დასავლეთს რუსეთის მიმართ არ ექნება დამოკიდებულება: „ჩვენ ვიგებთ, ისინი აგებენ“- მაშინ პუტინი „ბრეჟნევის დოქტრინას“ ნაბიჯ-ნაბიჯ განავითარებს,“- აღნიშნა კრისტოფ შერსკიმ.

ვარშავასა და მინსკს შორის ურთიერთობები ბოლო დღეებში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტამ“ გაავრცელა ლუკაშენკოს კომენტარი, რომელიც აცხადებდა, რომ თუკი ბელარუსში სიტუაცია გაუარესდებოდა და ქვეყანა ჩამოიქცეოდა, პოლონეთი მის მოსაზღვრე გროდნოს რეგიონს მიიტაცებდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა