დავით მათიკაშვილი - სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი დაახვედრებს ნათელ "კაბინეტს", სადაც დიდი ხნით მოუწევს პრემიერობანას თამაში

მიხეილ სააკაშვილის "გაბედულ" ნაბიჯს, საქართველოში დაბრუნების შესახებ, ვფიქრობ ენთუზიაზმით შეხვდება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და სუფთა და ნათელ "კაბინეტს" დაახვედრებს ციხეში, სადაც დიდი ხნით მოუწევს მას პრემიერობანას თამაში საკუთარ თავთან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა, რითაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.

მათიკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ვერასდროს გახდება საქართველოში ვერც ერთი თანამდებობის პირი.

„ამ კარიკატორულმა ფიგურამ პოლიტიკური ველიდან ტრაგი-კომიკურ ჟანრში გადაინაცვლა: ტრაგიკული - მისი მცირერიცხოვანი მომხრეებისთვის, ხოლო კომიკური დანარჩენი საქართველოსთვის. ბატონო მიხეილ, თქვენ ვერასდროს გახდებით საქართველოში ვერც პრემიერი და ვერც ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, ეს ამ ცხოვრებაში არ მოხდება და ეს ყველაზე კარგად იცით თქვენ! თქვენს საქართველოში შესაძლო დაბრუნებას რაც შეეხება, უდაოდ მისასალმებელი ფაქტია: მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა ვფიქრობ დაგიფასდებათ სასჯელის მოხდის ნაწილში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა