ირაკლი სესიაშვილი - მიხეილ სააკაშვილის ბოდიში უსინდისოდ ნათქვამი ბოდიშია - მკვლელობებზე, წამებაზე, ქონებების წართმევაზე ბოდიში არ კმარა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოდიშის მოხდა იძულებითი ნაბიჯია, რომელიც პოლიტიკურ ინტერესებზეა გათვლილი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი ამ გზით ცდილობს, არჩევნებზე გარკვეული ქულები დაიწეროს.

„პირველ რიგში, ეს ბოდიში არის იძულებითი. 8 წლის განმავლობაში ერთხელ რომ არ მოიხდი ბოდიშს და 8 წლის შემდგომ ბოდიშზე მიდიხარ, ისევ და ისევ ძალაუფლებისთვის. ისევ და ისევ იმისთვის, რომ არჩევნებზე გარკვეული ქულები დაიწეროს. ამ ბოდიშის არავის სჯერა. ეს არის უსინდისოდ ნათქვამი ბოდიში და თუ ის ბოდიშს იხდის მკვლელობებზე, წამებებზე, ქონებების წართმევაზე, ამას ბოდიში არ კმარა. ამაზე კონკრეტულად სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი პასუხისმგებლობები. ამიტომ, მას ელოდება მართლმსაჯულება, რადგან მან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზე. მისი ბოდიში მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებზეა გათვლილი“, - განაცხადა სესიაშვილმა.

სესიაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის ძალაუფლებაში მოსვლა საფრთხეს არ წარმოადგენს.

„ქართული ოცნების“ საზრუნავი არ არის დამნაშავე სააკაშვილისა და მისი პარტიის რაიმე ფორმით ძალაუფლებაში მოსვლა. ეს არ არის საფრთხე. „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ამოცანა და გამოწვევა არის ის პრობლემები, რომელიც ქვეყნის წინაშეა. დაწყებული ოკუპაციით და დამთავრებული სოციალური საკითხებით. ამიტომ, ჩვენ ჩვენს გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ. ამასთანავე, მთლიანად ორიენტირებული ვართ მოსახლეობის, ქვეყნის პრობლემებზე. ასე მშვიდად მივალთ არჩევნებამდე. მერწმუნეთ, რომ ამ ქვეყანაში სამაგალითო არჩევნები ჩატარდება“, - აცხადებს სესიაშვილი.

მისი თქმით, არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა