დავით ბაქრაძემ  ახმეტის ჯვარპატიოსნის ეკლესიაში მოსახლეობას მარიამობა მიულოცა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ახმეტის ჯვარპატიოსნის ეკლესიაში მოსახლეობას მარიამობა მიულოცა.

დავით ბაქრაძემ მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, წინსვლა და კეთილდღეობა უსურვა.

„დღეს გამორჩეული დღესასწაულია საქართველოსთვის. მინდა მთელ ქვეყანას და საქართველოში ყველა ოჯახს მარიამობა მივულოცო. ღვთისმშობლის მფარველობა არ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს. მინდა ვისურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, წინსვლა და კეთილდღეობა ყველა ოჯახში. გილოცავთ ყველას მარიამობას, მართლაც გამორჩეულად ლამაზ და ბრწყინვალე დღესასწაულს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ოჯახისთვის. მინდა, რომ სიკეთე და წარმატებები გისურვოთ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო