გიგი წერეთელი ზესტაფონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო

„ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვა-ლოცვას ზესტაფონის საკათედრო ტაძარში დაესწრო და მრევლს დღესასწაული მიულოცა.

„მინდა ეს დიდი დღესასწაული, რომელსაც მართლმადიდებლური სამყარო და საქართველო განსაკუთრებულად აღნიშნავს, მივულოცო თითოეულ ოჯახს, ჩვენს ქვეყანას, ვუსურვო მათ ღვთისმშობლის წყალობა, სიკეთე, სიმშვიდე, ერთიანობა და კეთილდღეობა“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთაშიც იმყოფებოდა, სადაც X-XI საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში შესრულებულ წირვას დაესწრო.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო