კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან, 2 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა კვლავ 82%-ს შეადგენს.

„7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 3 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 იმპორტირებულია, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 2 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტრაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

გამოჯანმრთელებულების რიცხვი არ შეცვლილა. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა არის 82%. კოვიდ ცენტრებში დღევანდელი მონაცემებით მკურნალობს 239 დადასტურებული შემთხვევა. კოვიდ ცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს 4 კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტი“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს