სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 43 626- მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ 19- ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 872 -ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 37 563 პაციენტი გამოჯანმრთელდა.