კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 4 აჭარაში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 4 აჭარაში დაფიქსირდა. როგორც ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, აჭარაში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ერთი თურქეთის მოქალაქე, საერთაშორისო გადაზიდვების ავტომობილის მძღოლია, ის საკუთარი სურვილით მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს. ორი საკარანტინო სივრციდანაა, რომელთაგან ერთი რამდენიმე დღის წინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. მეოთხე ინფიცირებული კი სასტუმრო „ველმონდის" საკარანტინო სივრციდან გადაჰყავთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

„გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი. ამ ეტაპზე განყოფილებაში მოთავსებულია 27 პაციენტი. ამათგან 10 პაციენტს აღენიშნება სხვადასხვა ხარისხის პნევმონია. ერთი შეიძლება ჩაითვალოს საშუალო სიმძიმის პაციენტად, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია. გადიან ანტიბიოტიკოთერაპიას და ანტივირუსულ თერაპიას. დანარჩენებზე მიმდინარეობს გეგმური მონიტორინგი. ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთს ველოდებით საკარანტინო სივრციდან"- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა