დავით ბაქრაძე და სერგო რატიანი საჩხერეში ადგილობრივებს შეხვდნენ

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, დავით ბაქრაძე და პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი საჩხერეში ადგილობრივებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

დავით ბაქრაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საჩხერე “ქართული ოცნებისთვის” ერთ-ერთი დასაყრდენი რაიონია, გაუსაძლისი მდგომარეობაა, კრიმინალის მაღალი დონეა, ადამიანებს კი მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აქვთ.

სერგო რატიანის თქმით, ამ პრობლემების მოგვარების გზა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადის.

„ყველას კარგად გვესმის, რომ საჩხერე „ქართული ოცნებისთვის“, ერთ-ერთი დასაყრდენი რაიონია, მაგრამ ამ რაიონშიც ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს ხალხს. ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, ამ რაიონშიც აწუხებს ხალხს კრიმინალი, გაძვირებული ცხოვრება, უმუშევრობა. პენსია და სოციალური დახმარება არაფერში ყოფნით. საჩხერეშიც ისე სჭირდება ხალხს ცვლილებები და მიხედვა, როგორც დანარჩენ საქართველოში. ამიტომ ჩვენი გეგმაა, არჩევნებში გამარჯვების და პროდასავლური კოალიციის შემდეგ, პირველივე თვეებში, წლის ბოლომდე, გავაორმაგოთ პენსია, სოციალური დახმარება, დევნილებისა და ომის ვეტერანებისთვის განკუთვნილი დახმარება.

ამით გავაუმჯობესებთ საზოგადოების იმ ნაწილის ცხოვრებას, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სერგო რატიანის განცხადებით, საჩხერეში ჯანდაცვის და განათლების სისტემაში არსებული პრობლემებია.

„წარდგენისათვის, სიმბოლურად აკაკი წერეთლის ბაღი შევარჩიეთ იმისთვის, რომ ყველასთვის შეგვეხსენებინა, აკაკის მშობლიურ მხარეს რომ არ უნდა ჩრდილავდეს ოლიგარქის სახელი.

უნდა ვთქვათ, რომ საჩხერის მოსახლეობის პრობლემები უმეტესწილად არ განსხვავდებოდა ქვეყანაში სხვა მოქალაქეების პრობლემებისაგან. აქაც არის სიღარიბე, აქაც არის ჯანდაცვის პრობლემები, განათლების სისტემის ჩამოშლა და კრიმინალი. დღეს დავინახე, რომ არის მზაობა, საჩხერემ შეიტანოს წვლილი, იმისათვის, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ საქართველოში“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო