ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მოვალეობაა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე იზრუნოს, მითუმეტეს, თუ ის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა

„ევროპული საქართველოს“ წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მოვალეობაა იზრუნოს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე, მიუხედავად იმისა, სად იმყოფება ის, მითუმეტეს, თუ ის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. თარხნიშვილის შეფასებით, დღეს ხელისუფლება არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს რუსეთზე ზეწოლის მოხდენის მიზნით.

„სამწუხაროდ, ჩვენ ნამდვილად არ გვყავს დღეს ხელისუფლება, რომელიც იყენებს იმ ბერკეტებს, რომელიც ხელთ აქვს, რომ ჰქონდეს ზეწოლა რუსეთზე. სამწუხაროდ, მათი ამოცანა თავიდანვე იყო ის, რომ საქართველო გამქრალიყო როგორც სადავო საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის და ეს არის ერთადერთი დაპირება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 8 წლის განმავლობაში შეასრულა. ახლაც ის ვითარება, რაც ცხინვალშია შექმნილი, გამოსაყენებელია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მიექცეს საერთაშორისო ყურადღება იმ ვითარებას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება და კიდევ ერთხელ მოახდინონ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ არ ვიყენებთ ამ შანსს თუნდაც იმისთვის, რომ გავაცოცხლოთ ოთხოზურია-ტატუნაშვილის სიის საკითხი და რუსეთზე სანქიების საკითხი,“- განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობა დაითხოვა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ალან თადტაევმა „დეპუტატების“ საგანგებო შეკრებაზე განაცხადა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ინალ ჯაბიევის დაკავების შემდეგ გარდაცვალების გამო შედგა. 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ინალ ჯაბიევი ოკუპირებული რეგიონის „სამართალდამცავებმა“ დააკავეს. არსებობს ვარაუდი, რომ ის წამების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულს ოკუპირებულ ცხინვალში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ცხინვალის ცენტრში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, სადაც ე.წ. გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენება მოითხოვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა