„ჩვენი მთავარი მტერი არის ივანიშვილი და „დამსხვრეული ოცნებების პარტია“, რომელმაც ქართველებს სიამაყის შეგრძნება წაგვართვა“, - ამის შესახებ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სენაკის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში უმძიმესი გაჭირვება და ნიჰილიზმია.
„პირობას ვდებ, დაგიბრუნებთ სიამაყის გრძნობას და ქვეყანას ფეხზე დავაყენებთ. ყველა რეგიონში, როგორც მთელ ქვეყანაში უმძიმესი გაჭირვება, საშინელი კრიმინალი და ნიჰილიზმია. სწორეს ეს არის, შედეგი იმისა, რომ „დამსხვრეული ოცნებების" პარტიამ 8 წლის განმავლობაში არც ერთი დაპირება არ შეასრულა.
ახლა დადგა დრო დავიწყოთ აღმშენებლობა, აღმშენებლობის სტრატეგია მოვიყვანოთ მოქმედებაში, რომლის ხელშეწყობით ყველა სოფელი, ყველა ქალაქი, ყველა რაიონი სულს მოითქვამს და განვითარდება. საოცარი პოზიტიური განწყობითა და იმედებით გვხვდება მოსახლეობა. მე მათ ვპირდები, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გავხდები მოსახლეობა დაინახავს და იგრძნობს თუ რას ნიშნავს მთავრობის ზრუნვა ხალხზე. აუცილებლად მივაღწევ მიზანს და ადამიანებს ვიხსნი გაჭირვებისგან და კრიმინალებისგან - ამას შევძლებ და 24 საათი ვიმუშავებ ჩემს გუნდთან ერთად," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"