ბათუმის პორტთან ე.წ. ხოფას ბაზრობის ყოფილი მეპატრონეები საპროტესტო აქციას მართავენ და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც მათ განაცხადეს, ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ე.წ. ხოფის ბაზრობა დაკარგეს და მოითხოვენ ქონების დაბრუნებას.
„2008 წლის აგვისტოში მამაჩემი დაიჭირეს და მიუსაჯეს 9-წლიანი პატიმრობა, ამ პატიმრობის დროს აიძულეს ხელი მოეწერა თავისი შპს-ს გადაფორმებაზე. კაცი გააკოტრეს და წაგვართვეს ე.წ. ხოფას ბაზრობა. პროკურატურაშია ჩვენი სარჩელი შეტანილი. ახალი მთავრობა დაგვპირდა და ამ დაპირების გვჯერა, რომ ქონებას დაგვიბრუნებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ველოდებით და გვინდა, რომ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, გაიგოს ჩვენი პრობლემა. 45 დღეა აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გვაქვს გაშლილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან კომუნიკაცია იყო, მასთან შეხვედრაც გვქონდა, მან გვითხრა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა და ცენტრალური ხელისუფლებისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით. გვჯერა, რომ პრემიერი დარწმუნდება ჩვენს სიმართლეში და მიიღებს გადაწყვეტილებას" , - აცხადებს გენო ანანიძე.