„ლელოს“ წევრმა გონიოში „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერი ჩამოხსნა

„ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ გონიოში „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერი ჩამოხსნა. ირაკლი კუპრაძე ფეისბუქში ჩამოხსნილი ბანერის ფოტოს ავრცელებს.

„მოღალატეობრივი პოლიტიკა ვერასდროს ვერ დაიმკვიდრებს თავს ჩვენს სახელმწიფოში! „ლელომ“ და აჭარამ გასცა ღირსეული პასუხი „პატრიოტთა ალიანსის“ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს! მივალ ნებისმიერ ადგილზე, სადაც ამის საჭიროება იქნება, როგორც ახლა და საკუთარი ხელით ჩამოვხსნი ამ ბანერებს! აჭარა არ შეირცხვენს თავს და იტყვის თავის ღირსეულ სიტყვას!“, - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა