პრემიერი - მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, უკვე აუცილებელია ვიფიქროთ ბათუმის იერსახეზე, ის რაც დაგვრჩა დღეს შევინარჩუნოთ

მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, აუცილებელია ვიფიქროთ ბათუმის იერსახეზე, ის რაც დაგვრჩა, შევინარჩუნოთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რესან კონცელიძის და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ტიტე აროშიძის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მმართველი გუნდის მთავარი დევიზი სამართლიანი სახელმწიფო აპარატია, სადაც ადამიანი და მისი ღირსება მნიშვნელოვანია.

„ჩვენი დევიზი არის მარტივი, ბევრი კარგი საქმეა დაწყებული, რომელიც ყველამ ერთად უნდა მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე, ისეთ დასასრულამდე რომ თოთოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

დასასრულებელია ბათუმში წყალმომარაგების და რა თქმა უნდა, წყალანირების სისტემა, სანიაღვრე სისტემები, 3 ფაზა დასრულებულია, მიმდინარეობს მეოთხე და უნდა დავასრულოთ მეხუთეც, რომ ქალაქში კომფორტული იყოს ცხოვრება და ჩვენი სანაპირო იყოს სუფთა, როდესაც სტუმრებს ვეპატიჟებით.

განათლების სისტემაში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, იცით, რომ ახალი საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი შენდება ბათუმში. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ყველაფრის ცენტრში უნდა იყოს ადამიანი, მისი ღირსება და სამართლიანობა. ეფექტური სახელმწიფო მანქანა, რა თქმა უნდა, სამართლიანი სახელმწიფო აპარატი - ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი.

ყველამ კარგად უნდა იცოდეთ, არავინ არ იცის ისე ზუსტად როგორც „ქართულმა ოცნებამ“ სად, როდის და როგორ უნდა გავაკეთოთ. ზუსტი გეგმა გვაქვს ყოველდღიურად გაწერილი და ეს ბათუმის მშენებლობის ტემპებსაც ეტყობა“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისას ბათუმის იერსახეზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ბათუმის ყველანაირი განვითარება არ გვინდა, ის რაც ძველი ბათუმიდან არის დარჩენილი, უნდა გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ. ამისთვის გვჭირდება განაშენიანების გეგმა, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ეს უნდა იყოს განუხრელი კანონი თითოეული მშენებლისთვის. მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, უკვე აუცილებელია ვიფიქროთ ბათუმის იერსახეზე, ის რაც დაგვრჩა დღეს შევინარჩუნოთ.

რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აჭარის უმღლეს საბჭოში, ისე საქართველოს პარლამენტში, თქვენ გეყოლებათ ღირსეული წარმომადგენლები. რესან კონცელიძე ღირსეული ბათუმელია, რომელსაც ჩემზე უკეთესად იცნობთ, ტიტე აროშიძეც უაღრესად ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანია, რომელიც ძლიერი ხმა იქნება უმაღლეს საბჭოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად, გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში აჭარის და საქართველოს წინსვლისთვის“, -განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს