თორნიკე რიჟვაძე - აჭარას რაიმე თუ აქვს დასაცავი  როგორც საქართველოს მთავრობა, ისე აჭარის მთავრობა გააკეთებენ ყველაფერს მის დასაცავად

აჭარას რაიმე თუ აქვს დასაცავი, როგორც საქართველოს მთავრობა, ისე აჭარის მთავრობა გააკეთებენ ყველაფერს მის დასაცავად და პოლიტიკური პოპულიზმის საგნად ეს ვერასდროს იქცევა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერთან დაკავშირებით განაცხადა, რომელზეც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად იყო მონიშნული.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა და არ დაუშვებენ, რომ ქალაქში მსგავსი შინაარსის მატარებელი ნებისმიერი ნიშანი იყოს.

„ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი – ბანერებიც, განცხადებებიც და ამას ხალხი ადეკვატურად შეაფასებს. ამავე დროს, მიუღებელია რომ ეს იქცეს იაფფასიან პოლიტიკური პოპულიზმის საგნად. თქვენ იცით, როგორც კი გამოჩნდა შესაბამისი ბანერები, მაშინვე მოახდინა მერიის შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ქალაქში იყოს ამ შინაარსის მატარებელი ნებისმიერი ნიშანი. ყველას მინდა ვუთხრა და მოვუწოდო, რომ თუკი აჭარას აქვს რაიმე დასაცავი როგორც საქართველოს მთავრობა, ისე აჭარის მთავრობა გააკეთებენ ყველაფერს მის დასაცავად და პოლიტიკური პოპულიზმის საგნად ეს ვერასდროს ვერ იქცევა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო