„ქართული ოცნების“ ლიდერებმა  ბათუმში, ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რესან კონცელიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატმა ტიტე აროშიძემ, ბათუმში, ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, მმართველი გუნდის ლიდერებს კომპლექსის დირექტორმა ბაქარ ჩიტაიამ პროექტის დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ ბათუმის უნივერსალურ სპორტულ კომპლექსში ახლა მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ხაზი გაუსვეს აჭარაში სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

ამ ეტაპზე, სპორტულ კომპლექსში მიმდინარეობს დარბაზებისა და ტრიბუნის მოპირკეთება, დასრულდა სკამების მონტაჟი. პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებს და მისი ბიუჯეტი 62 მლნ ლარია.

ბათუმში კიდევ ერთი მასშტაბური სპორტული პროექტი, ახალი სპორტული ბაზის და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი 2 500 ბავშვზეა გათვლილი და მისი ღირებულება 9 მლნ ლარია. მშენებლობაზე 50 ადამიანია დასაქმებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა