კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან ორი აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან ორი აჭარაში გამოვლინდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი საკარანტინო სივრცეში იყო, ხოლო მეორე ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

მათივე ცნობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა, რომლებმაც კლინიკა უკვე დატოვეს.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი მკურნალობს.

„ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული 28 ინფიცირებულიდან, 10 პაციენტს პნევმონია აქვს, თუმცა დადებითი დინამიკაა. ზოგადად, კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, გართულების გარეშე მიმდინარეობს",- აცხადებს ექიმი გია კიკაბიძე.

იხილეთ ვიდეო:კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ბათუმში გამოვლინდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა