ტყიბულში მეშახტის დღეს აღნიშნავენ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მეშახტეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. ამის შესახებ ზვიად შალამბერიძემ ტყიბულში განაცხადა, სადაც მეშახტის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს.

„მინდა, ყველა მეშახტეს მივულოცე პროფესიული დღე და მადლობა გადავუხადო მათ იმ წვლილისთვის, რაც მათ შეაქვთ ამ დარგის და მთლიანად ეკონომიკის განვითარებაში, ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი საქმიანობა კიდევ უფრო დაფასებული იყოს და კიდევ უფრო მეტი როლი ითამაშონ მათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და კომპანია "საქნახშირის" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ აღდგომელაშვილმა მეშახტეთა შრომის დიდების მეორიალს გვირგვინით შეამკეს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეშახტის დღესთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულუტურული ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელშიც ცნობილი მსახიობები და მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.

ასევე დაგეგმილია შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, ქუჩის თეატრის კოსტიუმირებული მსვლელობა და გასართობი პროგრამა, მოზარდებს საბავშვო ატრაქციონები უმასპინძლებს, ბავშვებისთვის ხატვის კონკურსიც გაიმართება, რომელში გამარჯვებულს კომპანია "საქნახშირი" დაასაჩუქრებს.

დღის ბოლოს ადგილობრივი შემოქმედებითი ანსაბლების გამოსვლა, შემდეგ კი დასკვნითი კონცერტი გაიმართება.

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა