ტიტე აროშიძის განცხადებით, ლევან ვარშალომიძე და მიხეილ სააკაშვილი უსამშობლო ხალხი არიან

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ტიტე აროშიძის განცხადებით, ლევან ვარშალომიძე და მიხეილ სააკაშვილი უსამშობლო ხალხი არიან.

„ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აროშიძემ ლევან ვარშალომიძის ბათუმში ჩასვლასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი რესურსი აღარ გააჩნია.

„ეს არის ხავსზე მოჭიდების პოლიტიკა. ლევან ვარშალომიძის ჩამოსვლა პირიქით, არის საბოლოო წერტილის დასმა მათთვის, პრინციპში ასეც მოხდება.

ბათუმელები, აჭარის მოსახლეობა, საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ამ ყველაფერს. თავიდან ბოლომდე განადგურებულები ცდილობენ, რომ ქულები დაიწერონ, მაგრამ პასუხს გავცემთ 2020 წლის 31 ოქტომბერს. ამ დღეს საბოლოოდ მოხდება მათი განადგურება პოლიტიკურ არენაზე.

მე ლიდერსაც ვერ დავარქმევ, რომელი ლიდერია გაფარჩაკებული ვარშალომიძე ან სააკაშვილი, რომლებიც დაწოწიალებენ აღმა-დაღმა და ფაქტობრივად საქართველოში ჩამოსვლის რცხვენიათ",- აღნიშნა ტიტე აროშიძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ვარშალომიძის ვიდეო მიმართვებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლევან ვარშალომიძე და მიხეილ სააკაშვილი უსამშობლო ხალხია.

„იმუქრებიან, ჩამოვდივართო. ლევან ვარშალომიძე არის ადამიანი, რომელიც ქართველია და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, იმიტომ, რომ დაიწყოს იქ მუშაობა. მე არ ვფიქრობ, რომ ქართველი ადამიანისთვის ეს მიუღებელია, მაგრამ ესენი არიან უსამშობლო ადამიანები, ჩათვალეს საჭიროდ, რომ იქ მათი ყოფნა იქნებოდა უფრო უკეთესი თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

„ქართული ოცნება" არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც დღესდღეობით კონკურენტი არ გააჩნია“, - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს