ანონსი 31 აგვისტო

31 აგვისტოს, 10:00 საათზე, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების „ერთად არჩევნებისთვის" პრეზენტაცია გაიმართება.

მის: შალვა დადიანის 2/1

საკონტაქტო: 577 24 18 96

31 აგვისტოს, 10:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა „გადავარჩინოთ მეტი სიცოცხლე!“ გაიმართება. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების, თემის, ნარკოლოგების, ფსიქოლოგების, ფსიქიატრების და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით იმართება.

მის: რუსთაველის N13

საკონტაქტი პირი: მარინა ასათიანი: 599 119 999

31 აგვისტოს, 10:50 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-ის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასება. „S&P”-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და პერსპექტივა “სტაბილური” უცვლელი დატოვა.

მის: სანაპიროს ქ. 2 (იუსტიციის სახლი), მე-4 სართული

საკონტაქტო პირი: მარი ჯავახიშვილი, 591 974809

31 აგვისტოს, 11.00 საათზე, ხელვაჩაურში, მმართველი პარტია მოსახლეობას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ანზორ ბოლქვაძეს და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ფრიდონ ფუტკარაძეს წარუდგენს.

წარდგენას “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.

31 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სამი სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

31 აგვისტოს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, კრიმინოგენულ მდგომარეობასა და პარტიის ახალგაზრდებზე პოლიციის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს

მის: ქეთევან წამებულის 47

საკონტაქტო : ირაკლი გაბისონია - 555 602 634

31 აგვისტოს, 11:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიაში" „ბავშვის უფლებათა კოდექსის" ამოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - სოფო კილაძე, აშშ-ის ელჩი - კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი - კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი - ჰუბერტ ქნირში და UNICEF-ის ელჩი - ღასან ხალილი

მის: ა. წერეთლის N118; „ექსპო ჯორჯიას" მესამე პავილიონი (ღია სივრცე)

31 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს პალამენტის წევრი, „კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

31 აგვისტოს, 11:00 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მედიას გააცნობს საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის შუალედურ ანგარიშებს, რომლებიც სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით მიმდინარე პროცესებისა და საპროტესტო აქციების მონიტორინგის შედეგებს ასახავს.

მის: აკაკი გახოკიძის 11 ა. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი.

31 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2020 წლის ივლისი

მის: ც.დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

31 აგვისტოს 12:00 საათზე, ქუთაისში 8 აგვისტოს მემორიალთან "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები და იმერეთის რეგიონში პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები ანა ნაცვლიშვილი, თორნიკე ართქმელაძე და ანა ბიბილაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: ქუთაისი, 8 აგვისტოს მემორიალი. (ფოლკლორის სასახლესთან)

საკონტაქტო: 577624445

31 აგვისტოს, 12:00 საათზე, „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ პარტიის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს თემაზე: ,,სოციალ-დემოკრატები მაჟორიტარების შესახებ“.

მის: დავით აღმაშენებლის 123.

საკონტაქტო პირები: გუგა დუდუჩავა 557532964, ანი მეტრეველი 599116861

31 აგვისტოს, 12:30 საათზე, უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი საინფორმაციო სააგენტო „2020NEWS“-ის პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „კანონიერი ქურდობისთვის“ მსჯავრდებული მინდია გორაძის (ლავასოღლი) ბელარუსიდან ექსტრადირება.

მის: პეკინის ქ. N34, მე-3 სართული

საკონტაქტო პირი: რუსა მუმლაძე 591905005

31 აგვისტოს 13:00 საათზე, ვაკე-საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავს.

თემა: პროკურატურის პასუხი „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ კრემლიდან მიღებული ინსტრუქციების შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნაზე.

მის: ჭავჭავაძის 11ა

საკონტაქტო: თაკო კაკაბაძე, 599192277

31 აგვისტოს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ბრიფინგი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)​

31 აგვისტოს, 14.00 საათზე, ქობულეთში „ქართული ოცნება“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზაალ მიქელაძეს და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ცოტნე ანანიძის წარადგენს.

საკონტაქტო პირები: მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65; ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41

31 აგვისტოს, 14:30 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით (ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ) კომენტარს გააკეთებს.

მის: ე. მინდელის N9

31 აგვისტოს, 15:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, არასრულწლოვნების მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.

31 აგვისტოს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

მის: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

31 აგვისტოს, 16:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

31 აგვისტოს, 17:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

31 აგვისტოს, 17:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

31 აგვისტოს, 18:00 საათზე "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, პარტიის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის სხვა ლიდერები საგარეჯოში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.

მის: საგარეჯო. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია. საკონტაქტო: 577624445

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს