ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურთან, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურთან, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

ცეცხლი ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურთან ახლოს, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე, ამარათის მთის ფერდობზე, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებია მობილიზებული.

„ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ადგილზე, სადაც ხანძარი შეინიშნებოდა, ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.