ბორჯომში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლამდე მოზარდი ემსხვერპლა

ბორჯომში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლამდე მოზარდი ემსხვერპლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა დღეს ზანავი-კორტანეთის საავტომობილო გზაზე მოხდა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპოტრის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა ხევში გადავარდა.

მანქანაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 12 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. დანარჩენი ოთხი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა