ქობულეთში, სოფელ ზედა ლეღვას მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ

ქობულეთში, სოფელ ზედა ლეღვას მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა შიდა სასოფლო გზისა და წყლის სისტემის მოწესრიგება.

მათი თქმით, აღნიშნული პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებთ, თუმცა მოუგვარებელია.

ზედა ლეღვას მცხოვრებლები, საპროტესტო აქციას ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე მართავენ და ქობულეთის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ.

„წყლის პრობლემა ზაფხულში განსაკუთრებით იჩენს თავს, სასმელი წყალი არ გვაქვს, ამავდროულად ზედა ლეღვაში გზის პრობლემაა, რომელიც არ გვარდება. ვთხოვთ, ადგილობრივ მერიას, რომ მოგვაქციოს ყურადღება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე იმყოფებიან ქობულეთის საკრებულოსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". ოპოზიციის წევრები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა