საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი სტიქიით დაზარალებულ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს ესტუმრა

დღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე სამუშაო ვიზიტით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს ესტუმრა, სადაც შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მაქარაშვილთან გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნათია ლოლაძემ წითელი ჯვრის ონისა და ამბროლაურის ფილიალები დაათვალიერა და რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნო.

„29 ივლისს მომხდარი წყალდიდობის დროს დიდი ზიანი მიადგა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს. კერძოდ, ონის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი მოწყდა გარესამყაროს, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, სამეურნეო მიწები, ხეხილი, რაც დაზარალებულ ოჯახთა შემოსავლის ძირითადი წყაროა. რეგიონში მოსახლეობის პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ონში დაზარალებულ 658 ოჯახს უზრუნველყოფს პირველადი საჭიროებებით. ჯამში ონის, ქუთაისის, ლანჩხუთისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ჰუმანიტარული დახმარება გაეწევა 3 170 ადამიანს, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ. მათ დასახმარებლად მობილიზებულია წითელი ჯვრის 40-მდე მოხალისე“,- ნათქვამია წითელი ჯვრის განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქვეყანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაში ეხმარება, რაც მოიცავს სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების მიწოდებას. ორგანიზაცია ჰუმანიტარულ დახმარებას ახორციელებს წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციისა(IFRC) და ევროკავშირის მხარდაჭერით.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს წითელმა ჯვარმა ქვეყნის მასშტაბით 100 000-ზე მეტი ამანათი დაარიგა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო