ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ელჩი საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

უწყებისვე ცნობით, თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ დიპლომატს საქართველოში საქმიანობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისა და განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, რაც რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მყარ საფუძველს წარმოადგენს; საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში როგორც ორმხრივი, ისე სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატს, ასევე სამხედრო განათლებისა და წვრთნების სფეროში არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ ელჩს ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა