ბექა ლილუაშვილი - "ლოგ ინ ჯორჯია" გულისხმობს ნახევარი მილიონი ადამიანისთვის ინტერნეტზე  წვდომის უზრუნველყოფას, რაშიც ფონდ „ქართუს“ როლია აღსანიშნავი

დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ინტერნეტის როლი არის არსებითი და მნიშვნელოვანი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხელი მოაწერა ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელების განვითარების 5 წლიან სტრატეგიას, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა პროექტი, საერთაშორისო პარტნიორებთან და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, „ლოგ ინ ჯორჯია“ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროექტისთვის მსოფლიო ბანკმა გამოყო შესაბამისი დაფინანსება, დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარი.

„ეს პროექტი კონკრეტულად გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, 1 000-მდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ნახევარი მილიონი ადამიანისთვის წვდომის უზრუნველყოფას მაღალხარისხიან ინტერნეტზე. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ელექტრონული მმართველობის, ელექტრონული ჯანდაცვის და სხვა ელექტრონული სახელმწიფო სერვისების გამოყენებით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, დღეს უკვე დაიწყო გურიის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი, რომლის შედეგად 49-მდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ დაახლოებით 30 000-ს ადამიანს ექნება წვდომა ფართოზოლოვან, სწრაფ, მაღალი ხარისხის ინტერნეტზე.

ამ პროექტთან მიმართებაში აღსანიშნავია ფონდი „ქართუს“ როლი, რომელმაც მილიონობით ლარი დახარჯა ამ მიზნის მისაღწევად. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით მსოფლიო ბანკს ამ პროექტში მონაწილეობისთვის და იმ დახმარებისთვის, რომელსაც ის, საქართველოსთვის ინარჩუნებს, განსაკუთრებით ამ პანდემიისა და ეკონომიკური გამოწვევების პირობებში“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება