ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2 სექტემბერს, სავარაუდოდ, მესტიისა და ლენჯერის თემი გაიხსნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2 სექტემბერს, სავარაუდოდ, მესტიისა და ლენჯერის თემი გაიხსნება.

როგორც მან აღნიშნა, ერთი კვირის განმავლობაში იყო 67 ახალი შემთხვევა და 90 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

„დღევანდელი 18 ახალი შემთხვევიდან 7 არის ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირი და 11 არის იმპორტირებული. უფრო და უფრო გაფართოებულია ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი. მთლიანად ქვეყანაში ტესტირებულია 376 ათასამდე ადამიანი და დღეში ჩვენ 4800-მდე PCR ტესტირებას ვაკეთებთ. ქვეყანაში ინფექციის თვალსაზრისით, რამდენიმე საყურადღებო წერტილი კვლავ რჩება. ეს არის მესტია, სადაც სიტუაცია უკვე დამშვიდდა, დიდი ალბათობით ოთხშაბათიდან სრულდება კარანტინში მყოფ მოქალაქეთა მე-12 დღეს გამოკვლევა. 85-90%-მა დატოვა საკარანტინო სივრცეები და სულ რამდენიმე ადამიანია, რომლებიც დღეს ხვალ და ზეგ გაიტესტებიან. ვფიქრობ, რომ ორ სექტემბერს მესტიისა და ლენჯერის თემი გაიხსნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, შავიზღვისპირეთში სულ გაიტესტა 1135 მოქალაქე, საიდანაც მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი.

გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ადამიანსაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა