გიგი წერეთელი, ტყიბულში მეშახტეების ოჯახს ესტუმრა და პროფესიული დღე მოულოცა

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი, ტყიბულში მეშახტეების ოჯახს ესტუმრა და პროფესიული დღე მოულოცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, გიგი წერეთელი მეშახტის დღესთან დაკავშირებით ტყიბულში იმყოფებოდა.

მათივე ცნობით, გიგი წერეთელი ცნობილი მეშახტის, გივი ქასრაშვილოს ოჯახს ესტუმრა, სადაც ამ დარგს ქასრაშვილების ოთხი თაობის წარმომადგენელი ემსახურებოდა და ამ დარგში არსებულ ვითარებაზე, მეშახტეების შრომის პირობებზე ისაუბრეს. ასევე ისაუბრეს ამ დარგის მნიშვნელობაზე ტყიბულისა და ზოგადად ქვეყნისათვის და იმ სირთულეებზე, რაც თან ახლავს მეშახტის პროფესიას.

„მინდა გულწრფელად მივულოცო მეშახტეებს პროფესიული დღე. ეს ადამიანები დიდი რისკის და მძიმე შრომის პირობებში ემსახურებიან თავიანთ საქმეს და ქვეყანას, ნამდვილად იმსახურებენ უკეთეს სამუშაო თუ საცხოვრებელ პირობებს, ჯანდაცვის მომსახურეობას და უფრო მეტ თანარგომას. ხშირია ტრაგიკული შემთხვევებიც და მაღალია ჯანმრთელობის რისკები. ამიტომ უსაფრთხო შრომის პორობები და ღირსეული ანაზღაურება აუცილებელია მათთვის, რათა შეძლონ საკუთარი შრომით არჩინონ თავიანთი ოჯახები. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, 30 აგვისტოს ტყიბულში მეშახტის დღე აღინიშნება და ქალაქში საზეიმო ღონისძიებები იმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს