გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ. სასამართლო სხდომას პროტესტის ნიშნად კვლავ არ ესწრება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ. სასამართლო სხდომას პროტესტის ნიშნად კვლავ არ ესწრება.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ზ.ხ.-ს საზოგადოებრივმა ადვოკატმა მურმან ნიკოლეიშვილმა განუცხადა, ის საქმის მასალებს გაეცნო და პროცესში მონაწილეობას მიიღებს.

„წინა პროცესის შემდეგ, მას ფიზიკურად ვერ შევხვდი, რადგან არასამუშაო დღეები იყო. მან შეწყვიტა თუ არა პროტესტი, ეს ინფორმაცია არ მაქვს. საქმის მასალებს გავეცანი და პროცესში მივიღებ მონაწილეობას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია ვიცი, ის ბრალს არ აღიარებს, სასამართლოს უნდობლობას უცხადებს. მას ჩემი საქმეში ჩართვის აუცილებლობა ავუხსენი", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ნაწილს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა