თორნიკე რიჟვაძე - მაჟორიტარობის ორივე კანდიდატი იქნება ხალხის ღირსეული წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში

ჩვენ ყველანი ვფიქრობთ აწმყოზე და კიდევ უფრო მეტს მომავალზე. ვფიქრობთ, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ზაალ მიქელაძის და ცოტნე ანანიძის წარდგენისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, მაჟორიტარობის ორივე კანდიდატი ღირსეული ადამიანები არიან, რომელებიც იქნებიან ხალხის წარმომადგენელები უმაღლეს საბჭოში და საქართველოს პარლამენტში.

„ჩვენი ხელისუფლება, როგორც პოლიტიკის დაგეგმვის ნაწილში, ისე გადაწყვეტილებების ნაწილში ბოლომდე ისმენს თითოეული მოქალაქის სატკივარს. დღევანდელი გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენ არავის დავტოვებთ განსაცდელში.

ქობულეთი განსაკუთრებით დაზარალდა პანდემიის დროს, როგორც ინფექციის გავრცელების ნაწილში, ასევე მეწარმეებს, ფერმერებს შეექმნათ უამრავი პრობლემა. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ტარდება ღონისძიებები, რაც ჩვენს მოქალაქეებს გამოიყვანს ძალიან მძიმე გამოწვევიდან და ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს. მესმის, რომ არ იყო ადვილი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩაკეტილ რეჟიმში ცხოვრება. თუმცა, თქვენი უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობით და ჩვენი ერთიანობით ვფიქრობ, რომ ღირსეულად გავართვით ამ ყველაფერს თავი. მადლობა მინდა გადავუხადო ქობულეთს და ქობულეთელებს გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის.

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს ქობულეთში დაიწყო და ბიძგი მიეცა ახალ რეალურ პროექტებს. ქობულეთი გახდება საერთაშორისო ბრენდების ქალაქი.

წინა ხელისუფლების დროს, დიადი ინვესტიციების და ფასადური აღმშენებლობის სახელით აჭარაში გაასხვისეს 4 მილიონი კვადრატი ტერიტორია. აღნიშნული მიწის ნაკვეთები დაახლოებით 1 ლარად გაიყიდა. მათ თავი ვერ შეიკავეს და 1 ლარად გაყიდეს ჩვენი გმირი წინაპრების, იუნკერების საფლავი. თუმცა, ჩვენ ამ ყველაფერს 2012 წელს, ჩვენი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ერთხელ და სამუდამოდ დავუსვით წერტილი.

ჩვენ, ყველანი ვფიქრობთ აწმყოზე და, კიდევ უფრო მეტს მომავალზე. ვფიქრობთ როგორი იქნება ხვალინდელი დღე. თუმცა, ამ ყველაფერს უნდა ანალიზი, ამ კითხვებს სჭირდება პასუხის გაცემა, რომ მომავალში არავის არ მოუვიდეს აზრად მსგავსი პრაქტიკის მობრუნება.

ქობულეთს აქვს უდიდესი ტურისტული პოტენციალი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქობულეთი წამყვან, წარმატებულ ტურისტულ დანიშნულებად, მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს ქობულეთელ გლეხს, ფერმერს, როგორც ციტრუსის რეალიზაციაში, ასევე სხვა მოსავლის რეალიზაციაში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გაგრძელდეს როგორც სუბსიდირების პროგრამები, ასევე მოხდეს საექსპორტო ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიცირება.

მადლობა თქვენი გვერდში დგომისთვის. გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და თქვენთან ერთად, 31 ოქტომბერს ვიზეიმებთ კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას ქობულეთის წარმატებისთვის და საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა რიჟვაძემ.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს