ქობულეთის მერიაში სოფელ ზედა ლეღვას მცხოვრებლების საპროტესტო აქციას უპასუხეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედა ლეღვას მცხოვრებლების პროტესტს ქობულეთის მერიაში უპასუხეს.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, რადგან ტემპერატურის მატება წყლის დებეტების ნაკლებობა გამოიწვია.

რაც შეეხება გზის რეაბილიტაციას, ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ეტაპობრივად გზის საფარი მოწესრიგდება.

„საკითხები, რომელიც მოსახლეობამ დაასახელა, ჩვენთვის ცნობილია და ჩვენმა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ამ საკითხების გადაჭრისათვის.

ეტაპობრივად დაწყებული გვაქვს გზის მოწესრიგება, სავალ ნაწილზე ბეტონის საფარი იგება. სამუშაოები კვლავ გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება დასრულდება.

რაც შეეხება წყლის საკითხს, წყლის დებეტის ნაკლებობა გამოწვეულია ტემპერატურის მატების გამო. სწორედ ამ პრობლემის მოგვარების და მოსახლეობისთვის საკითხის მოწესრიგების მიზნით გავაკეთეთ ადგილობრივებისთვის მორგებული გრაფიკი. ასევე მოვაწყვეთ ჭაბურღილები და როგორც თქვენთვის ცნობილია, აჭარის წყლის ალიანსი რეგიონში და მათ შორის ჩვენს მუნიციპალიტეტში ახორციელებს წყლისა და წყალანირების სისტემის რეაბილიტაციას და მოწესრიგებას.

სწორედ აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ მთლიანად მუნიციპალიტეტში მოსწესრიგდება წყლის საკითხის პრობლემა",- აცხადებენ მერიაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა