ანონსი 1 სექტემბერი

1 სექტემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარბაზთან „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის ბრიფინგი გაიმართება.

თემა - ეროვნული გამოცდები.

1 სექტემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტში, ბიუროს დარბაზთან „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: დისკრიმინაციული კარანტინის და რეგულარული ფრენების აღდგენის შესახებ.

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

1 სექტემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრების: თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას, ირინე ფრუიძის, დიმიტრი ცქიტიშვილის და ნინო გოგუაძის ბრიფინგი გაიმართება .

თემა: „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თაობაზე“.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

1 სექტემბერს, 11.00 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს.

1 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

1 სექტემბერს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი გაიმართება.

1 სექტემბერს, 11:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ბრიფინგს გამართავს.

თემა: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სიის გაფართოება.

მის: აკაკი წერეთლის გამზ. 144 , მე-8 სართული.

1 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“, ახალი პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ პრეზენტაციას გამართავს.

საკონტაქტო: 591 93 92 55

1 სექტემბერს, 11:00 საათზე, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე დაარეგისტრირებს კანონპროექტს საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით.

საკონტაქტო : 598 549 484.

1 სექტემბერს, 11:00 საათზე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ამომრჩეველთა რეგისტრაციის გართულებულ პროცედურებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8.

საკონტაქტო: მაია ბიწაძე 599 22 04 46

1 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში სახელმწიფო ორგანიზაცია „იურიდიული დახმარების სამსახურის" დირექტორის რაჟდენ კუპრაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: დღეიდან "ბავშვის უფლებათა კოდექსის" ცვლილებების პაკეტი ამოქმედდება - ძირითადი რეგულაციები, რომელიც ძალაში შედის. ყველა არასრულწლოვნისთვის, მათ შორის გამოსაკითხი და დასაკითხი პირებისთვის, უფასო იურიდიული დახმარება იქნება ხელმისაწვდომი.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

1 სექტემბერს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში „გაეროს ქალთა ორგანიზაციის" პროგრამების ანალიტიკოსის ლიკა სიდამონიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: დღეიდან შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება იქნება შესაძლებელი - რა შედეგებს მოიტანს სიახლე.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

1 სექტემბერს, 12:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ბანკების მიერ ქონების გადაფორმების საქმეები.

მის: ქეთევან წამებულის 47

საკ: 555 602 634 ირაკლი გაბისონია

1 სექტემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

1 სექტემბერს, 13:00 საათზე, ვაკე-საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავს. თემა: საგამოძიებო-კვლევითი ორგანიზაცია "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებული ახალი მტკიცებულებები პატრიოტთა ალიანსისა და კრემლის თანამშრომლობაზე. ხელისუფლების დუმილი და უარი გამოძიების დაწყებაზე.

საკონტაქტო პირი: თაკო კაკაბაძე, 599 19 22 77

1 სექტემბერს, 14:00 საათზე, პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს.

მის: ოზურგეთი, ზ.ბოლქვაძის ქუჩა #15, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ.

საკონტაქტო: თაკო სანოძე 558363644.

1 სექტემბერს, 14:00 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასთან ერთად გამართავს ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის მემორიალური ალბომის პრეზენტაციას.

მის: ლადო გუდიაშვილის ქ.7

1 სექტემბერს, 14:00 საათზე, ,,არჩევანი სამშობლოსათვის" ლიდერი ლელა გულედანი ბრიფინგს გამართავს.

თემა: როდის უნდა დასრულდეს აფხაზეთის მთავრობის პასიურობა.

მის: ყაზბეგის 47

საკონტაქტო პირი - 557494724

1 სექტემბერს, 17:00 საათზე, ფოთში, მალთაყვაში, ოქროს ტბასთან, „ევროპული საქართველოს“ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

საკონტაქტო პირი მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა