რუსთავში, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა

რუსთავში, გვიან ღამით ხანძარი იყო. ცეცხლი მე-7 მიკრო რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე, ბინაში გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. ბინაში დედა ორ მცირეწლოვანთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა მათი გარეთ გამოყვანა მაშველებმა და პატრულმა დროულად შეძლეს.

ძლიერი დაკვამლიანების გამო სამედიცინო დახმარების გაწევა ადგილზე რამდენიმე პირს დასჭირდა, ერთი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ხანძრის შედეგად დაიწვა ორი ოთახი და საყოფაცხოვრებო ნივთები. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა