კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 2 ბათუმში გამოვლინდა

ბათუმში, ბოლოს 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი თურქეთის მოქალაქე, საერთაშორისო სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელიც სამშობლოში გააგრძელებს მკურნალობს. მეორე ინფიცირებული კი საკონდიტრო მაღაზიის თანამშრომელია, რომელიც კლინიკაში წუხელ მოათავსეს.

ექიმის, გია კიკაბიძის ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 25 ინფიცირებული მკურნალობს.

„წუხელ ღამით დაგვემატა ორი ინფიცირებული, ერთი თურქეთის მოქალაქეა, საერთაშორისო სატვირთო ავტომობილის მძღოლი, მეორე საკონდიტრო მაღაზია „დონას" თანამშრომელია“, - აცხადებს ექიმი.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა