BBC - ავსტრალიაში, Facebook გვერდებზე ახალი ამბების გავრცელება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ავსტრალიაში ახალი ამბების Facebook გვერდებზე გავრცელება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს, - ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ავსტრალიაში კანონის მიღებას უახლოეს მომავალში აპირებენ. ავსტრალიის ხელისუფლების განცხადებით, ბოლო წლებია სოციალურ მედიაში ყოველდღიურად ათასობით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, ახალი რეგულაციები კი მათ რიცხვს საგრძნობლად შეამცირებს. კანონის მიღების შემთხვევაში, კომპანია Facebook-ს ავსტრალიის ტერიტორიაზე ახალი ამბების გავრცელების შემთხვევაში თანხის გადახდა მოუწევს. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილია Google-თან დაკავშირებითაც. ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში Facebook-ის წარმომადგენელი უილ ელსონი. მისი თქმით, კანონი ახალი ამბების სააგენტოებს დააზარალებს, რადგან სტატიების სოციალურ ქსელში განთავსების შემთხვევაში ისინი იძულებულები გახდებიან თანხა გადაიხადონ.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა