დამოუკიდებელმა დეპუტატებმა საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს, რომელიც ანტიკორუფციული ეროვნული სააგენტოს შექმნას გულისხმობს

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, ირინე ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ნინო გოგუაძემ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი ინსტიტუტის - ანტიკორუფციული ეროვნული სააგენტოს შექმნას გულისხმობს.

„ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს პირდაპირ აქვს ვალდებულება დაკისრებული, რომ შექმნას დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე, ახლახან კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციით ხაზი გაესვა კორუფციის პრობლემას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რასაც ჩვენი მოქალაქეები აწყდებიან და ხედავენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ წარვუდგინეთ პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შედგება 30 კანონისგან, რამდენიმე ასეული გვერდია მოცულობაში და გულისხმობს კორუფციასთან ბრძოლის სამი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას. ერთი არის კორუფციული დანაშაულების გამოძიება, მეორე არის არჩევნების პერიოდში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კონტროლის რეფორმა და მესამე არის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის თემა. ამ ინიციატივის თანახმად, როგორც ევროპარლამენტი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იყო რეკომენდაცია საქართველოს მიმართ, ამ მიმართულებით კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუტები უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი, მაღალი ლეგიტიმაცის და სამივე თემას: პოლიტიკურ დაფინანსებას, კორუფციული დანაშაულების გამოძიებას და თანამდებობის პირების შემოსავლების დეკლარაციების კონტროლს უნდა ახდენდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც არის ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ინიციატივას მხარს საპარლამენტო უმრავლესობაც დაუჭერს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც აუცილებელია, რომ მივიღოთ თუკი რეალურად გვინდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ გვქონდეს. ჩვენ დავაინიცირეთ ეს, როგორც პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრებმა, თუმცა, კანონის მისაღებად აუცილებელია საპარლამენტო უმრავლესობის ხმები და იმედი გვაქვს, რომ უმრავლესობა სერიოზულად დაფიქრდება ამ ინიციატივასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვან როლს შეიტანს იმაში, რომ ასეთი ინსტიტუტი შეიქმნას,"- განაცხადა ჩუგიშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე