შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი - მოწმემ, რომელიც დაიკითხა, დაადასტურა, რომ არანაირ ჯგუფურ ორგანიზებას ადგილი არ ჰქონია

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ლ.შ-ს ადვოკატის ზაქრო გვიშიანის განცხადებით, მოწმემ, რომელიც გუშინდელ პროცესზე დაიკითხა, ცალსახად დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისა და გ.მ.-ს მხრიდან არანაირ ჯგუფურ ორგანიზებას ადგილი არ ჰქონია.

მისივე თქმით, ლ.შ. და გ.მ. წამოვიდნენ აგარაკიდან არა იმის გამო, რომ ბიჭები შეეკრიბათ, არამედ იმის გამო, რომ თავიდან საფრთხე აიცილეს.

,,წინა სხდომაზე აშკარად დადასტურდა პირველი მტკიცებულების გამოკვლევის დროს რასაც ვამბობდით დაცვის მხარე, რომ ისინი წამოვიდნენ აგარაკიდან არა იმის გამო, რომ შეეკრიბათ ბიჭები და ჩამოსულიყვნენ, არამედ, იმის გამო, რომ საფრთხეს აარიდეს თავი. ჩემს კითხვაზე დაადასტურა მოწმემ ის ფაქტი, რომ ისინი წამოვიდნენ ქაოტურად და არ გაურკვევიათ ვინ მოდიოდა და ვინ - არა. შესაბამისად, ორი პირის დარჩენა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დატოვეს რათა ეკონტროლებინათ სიტუაცია. მოწმემ ერთ ეპიზოდში დაადასტურა ის ფაქტი, რომ ლ.შ.-ს და გ.მ.-ს სურდათ აგარაკზე დაბრუნება, რაც ადასტურებს იმას, რომ მათ არ სურდათ გაეკონტროლებინათ იქ არსებული სიტუაცია, არამედ სურდათ მიბრუნება თბილისში. მოწმემ, რომელიც გუშინდელ პროცესზე დაიკითხა, ცალსახად დაადასტურა, რომ არანაირი ჯგუფურ ორგანიზებას ადგილი არ ჰქონია,” - აღნიშნა ზაქრო გვიშიანმა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია. პროკურატურამ საქმეზე დაკავებული „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა