წალენჯიხაში თხილით დატვირთული ტრაქტორი გადაბრუნდა, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა

წალენჯიხის სოფელ საჩინოში უბედურ შემთხვევას შუა ხნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის რწმუნებულმა ანზორ შეროზიამ განუცხადა, თხილით დატვირთული ტრაქტორი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

„თხილით იყო ტრაქტორი დატვირთული. ფერდობზე ადიოდა, რა დროსაც საბურავი მოძვრა და გადაყირავდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულებიც არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა ერთმანეთის მეზობელია“, - აცხადებს ანზორ შეროზია.

შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს მის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი