წნორში დამატებით 1500 ადამიანს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ წნორში მრავალბინიანი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგებიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადების მიღება 11 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ერთ მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

სამუშაოების ფარგლებში 24 კორპუსში მოეწყობა 500 მრიცხველი, კორპუსების წყალმომარაგების შიდა სისტემა და წნევიანი მაგისტრალი სიგრძით 2400მ.

ინდვიდუალური გამრიცხველიანების შემდეგ 1500-მდე ადგილობრივი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტი გახდება და სტაბილურ წყალმომარაგებაზე გადავა. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ დასახლებას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

წნორის დანარჩენ მოსახლეობას კი (7 000-მდე ადამიანი) ათწლეულების განმავლობაში არსებული უწყლობის პრობლემა მოუგვარდა და უკვე ორი თვეა, უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს.

ადგილობრივების სტაბილური წყალმომარაგებისთვის პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპის სამუშაოები 2018 წელს დასრულდა. მეორე ფაზის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა საქლორატოროს, მოეწყო ჭაბურღილები, წყლის სათავე ნაგებობა და სატუმბო სადგური.

პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სამუშაოებს 5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ