„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ოფიციალურ გახსნამდე, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება მიმდინარეობს

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ოფიციალურ გახსნამდე, აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის ქვედანაყოფის მიერ ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება მიმდინარეობს. აშშ-ს ევროპული სარდლობისა და საჰაერო ძალების ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის, 91-ე საკავალერიო პოლკისა და 1-ლი ესკადრონის ორი ასეული ზომის ქვედანაყოფის მიერ პირველ რეგიონში სწრაფი რეაგირების ძალების გადმოსროლის წვრთნა ტარდება.

დღევანდელი წვრთნის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან კაპიტანმა, 173-ე ქვეითი ბრიგადის საბრძოლო სადესანტო ჯგუფის საჰაერო ოპერაციის ოფიცერმა ლოურენს ქევინსმა.

„დღევანდელი წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს 200 პარაშუტისტი. დღევანდელი ვარჯიში არის ნაწილი "ღირსეული პარტნიორი 2020"-ის, რომელიც უკვე მრავალი წელია საქართველოში ტარდება. წვრთნის დასრულების შემდგომ ღონისძიებაში მონაწილე ადამიანები დაუბრუნდებიან დისლოკაციის ადგილს და გააგრძელებენ შემდგომ წვრთნას", განაცხადა ლოურენს ქევინსმა.

საჰაერო სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება აშშ-ს ევროპული სარდლობისა და საჰაერო ძალების ევროპული სარდლობის ოთხი ერთეული C-130 ჰერკულესის ტიპის თვითმფრინავით ხორციელდება.

დესანტის გადმოსხმის ოპერაციას ადგილზე აკვირდებიან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ- მაიორი გიორგი მათიაშვილი, ნატო-ს სახმელეთო სარდლობის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი როჯერ კლუტიე, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და თავდაცვის სხვა წარმომადგენლები.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი