ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სახმელეთო სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ როჯერ კლუტიეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის უწყება ნატო-ს სახმელეთო სარდლობის მეთაურს მასპინძლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სახმელეთო სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ როჯერ კლუტიეს შეხვდა.

უწყების ცნობით, მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ნატო-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებსა და სამხედრო სწავლებებს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო აძლიერებს და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას ხელს უწყობს. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სრულ თანხვედრაშია ნატო-ს რეკომენდაციებსა და პროცედურებთან.

„მხარეებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ალიანსის ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“, ასევე ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზეც ისაუბრეს, რაც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე მიუთითებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე, ნატო-ს სახმელეთო ძალების სარდალი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. მოგვიანებით კი, საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებისა და ნატოს დელეგაციის წევრების გაფართოებული შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები დეტალურად განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში გენერალ-ლეიტენანტი როჯერ კლუტიე მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ფარგლებში გამართულ საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელ სწავლებას დაესწრება. ნატოს სახმელეთო სარდლობის დელეგაციის წევრები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავენ “, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო