ლადო მგალობლიშვილმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლადო მგალობლიშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს ახალი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კულტურის ხელშეწყობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, საკანონმდებლო პაკეტი განსაზღვრავს სახელისუფლებო ორგანოების როლს კულტურის სფეროში.

„კანონპროექტი ასევე უზრუნველყოფს საკანონმდებლო დონეზე კულტურის მხარდაჭერის გარანტიებს. კანონპროექტი განსახილველად უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში ჩაეშვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა