ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში აზიური ფაროსანას გავრცელების პრევენციის მიზნით შეწამლვის ღონისძიებები იწყება

ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში აზიური ფაროსანას გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრებს ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების იმ სოფლების წარმომადგენლები, დეპუტატები და მეფუტკრე ფერმერები დაესწრნენ, სადაც მონიტორინგისათვის დამონტაჟებულ ფერომონებში მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა.

უწყების ინფორმაციით, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მონიტორინგის ხელმძღვანელმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო შეწამლვის პროცედურა, ხოლო მეფუტკრეთა ასოციაციის წარმომადგენელმა ისაუბრა მეფუტკრე ფერმერების ჩართულობის აუცილებლობაზე.

„დამსწრეთ ასევე განემარტათ, რომ შეწამლვის ღონისძიებების დაწყება ყველა მეფუტკრეს ეცნობება მოკლე ტექსტური შეტყობინებით და მათ შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ ჩაერთონ პროცესში, რათა მეურნეობებს არ მიადგეს ზიანი. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების მერიების ორგანიზებით გაიმართა.

აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციისა და გავრცელების არეალის დადგენის მიზნით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მონიტორინგის სისტემა 2017 წლიდან მოქმედებს. გამოვლენილი შედეგების მიხედვით კი პერიოდულად, შესაბამისი საპრევენციო ღონისძიებები ტარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა