ბათუმში, ანბანის კოშკთან დღეს კორონავირუსზე უფასო ტესტირებისთვის  კარავი გაიხსნება

ბათუმში კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევისთვის მესამე კარავს ანბანის კოშკთან დღეს გახსნიან.

მესამე კარვის გახსნის აუცილებლობა მოქალაქეების მხრიდან ტესტის ჩაბარებაზე მიმართვიანობამ გამოიწვია.

ბათუმის ბულვარში განთავსებულ სამედიცინო კარვებში, უფასო ტესტირებას დილიდან დაიწყებენ.

ბათუმში საკონდიტრო საწარმო "დონაში" დაფიქსირებული შემთხვევის გამო, მოქალაქეები კვლევებს პრევენციის მიზნით იტარებენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მათ, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში აღნიშნულ საკონდიტროში იმყოფებოდნენ, კვლევა ჩაიტარონ.

ბოლო ინფორმაციით, ლაბორატორიული სინჯები 200 - ზე მეტ მოქალაქეს აქვს აღებული.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია - "ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს"
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა