დონალდ ტრამპი ქალაქ კენოშას ეწვია და სამართალდამცავების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა

დონალდ ტრამპი ქალაქ კენოშას ეწვია და სამართალდამცავების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშას ეწვია, სადაც 23 აგვისტოს პოლიციის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის დაჭრას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

პრეზიდენტმა საპროტესტო აქციების დროს დაზიანებული ადგილები, მათ შორის ავეჯის დამწვარი მაღაზია, მოინახულა და ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდა.

„ეს არ არის მშვიდობიანი პროტესტის ქმედებები, ეს არის საშინაო ტერორი,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.

პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია არეულობების დროს დაზიანებული კენოშას ბიზნესის დასახმარებლად 4 მილიონ აშშ დოლარს, ქალაქის სამართალდამცავებისთვის კი - 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

შეგახენებთ, ქალაქ კენოშაში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 წლის ფერადკანიან მამაკაცს, ჯეიკობ ბლეიქს, პოლიციამ დაკავებისას შვიდჯერ ესროლა. სროლის შედეგად ბლეიქი მძიმედ დაიჭრა. ის ჯერჯერობით პარალიზებულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა