წელს საქართველოში აივ ინფიცირების 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოში აივ ინფიცირების 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასულ წელს შესაბამის პერიოდში კი 449 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

2 სექტემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8474 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6326 მამაკაცია და 2148 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა და 1734 გარდაიცვალა.

„2 სექტემბრის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 5220 პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 36.6 % (3107) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.0 % (4150) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 1.3 % (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;0.5 % (41) - სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (47) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3148 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი); სამეგრელოში - 1165; იმერეთში - 1017; აჭარაში - 970; აფხაზეთში- 528; კახეთში - 419, ქვემო ქართლში - 485; შიდა ქართლში - 314; გურიაში - 180; სამცხე-ჯავახეთში - 113 და ა.შ.

2020 წელს 99 აივ ინფიცირებული გარდაიცვალა. მათ შორის 79 მამაკაცია და 20 ქალი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან. განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით შემდეგია : ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით - 108 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით);სისხლის რეციპიენტი - 4; დაუდგენელი - 2 “,- აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა